ქართველმა ოლიმპიელებმა ფიცი დადეს

17 ივნისი 2023, 10:30 539 ნახვა

მესამე ევროპული თამაშები იწყება. ოლიმპიურ კომიტეტში  საქართველოს სპორტსმენთა გაცილების და ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.

მესამე ევროპულ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები იქნებიან - ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე და მშვილდოსანი ციკო ფუტკარაძე. საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდის სახელით ფიცი დადო მოკრივე ლაშა გურულმა.

ევროპული თამაშები, რომელიც კონტინენტის უმთავრესი მულტისპორტული ღონისძიებაა, ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება.

რიგით მესამე თამაშებს კი 2023 წლის 21 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით პოლონეთი უმასპინძლებს. საქართველოდან მესამე ევროპულ თამაშებზე სპორტის 16 სახეობაში 99 სპორტსმენი იასპარეზებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი