სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ გურჯაანში. მუნიციპალური სამსახურების თანამშრომლები ქვა-ღორღისა და მოგლეჯილი ხეებისგან სავალ გზებს წმენდენ. საავტომობილო მოძრაობა უკვე აღდგენილია. ამჟამინდელი ვითარება კი ასეთია: დატბორილია სახლები, აფთიაქები და მაღაზიები. უფრო კონკრეტულად რა ვითარებაა ადგილზე, ვნახოთ სიმონ შანავას რეპორტაჟი.