დაზიანებული გზები, ავტომობილები და სახლები - სტიქიამ გურჯაანი დააზარალა. კახეთი სტიქიის შედეგებს ისევ ებრძვის.
განადგურებულია მოსავალი, ჩაძირულია მანქანები, დატბორილია სახლები და დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში მთელი ღამის განმავლობაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა.
ძლიერი სეტყვისა და წვიმის შედეგად ადიდდა მდინარეები და ცენტრალურ გზებზე გადავიდა.