რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. არჩევნები დანიშნა.
რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, „ოთხ ახალ სუბიექტში“ ე.წ. მუნიციპალური არჩევნები 10 სექტემბერს გაიმართება.
მათივე ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინ გადაეგზავნება.
რუსეთმა უკრაინის ოთხი ოლქის, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ანექსიის შესახებ 2022 წლის სექტემბერში გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება უკრაინის ტერიტორიების ანექსიას არ აღიარებს.