ქობულეთის სასპორტო სკოლაში თავისუფალ ჭიდაობაში გურამ ჩელებაძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა. ტურნირში 2002-2004 წლებში დაბადებული სპორტსმენები მონაწილეობდნენ. შეჯიბრის ბოლოს გამარჯვებულები ათ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ, რომლებსაც სიგელები, მედლები, თასები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. გურამ ჩელებაძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ტრადიციულია და მე-5 წელია მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ტარდება.