პოლიციამ პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

15 ივნისი 2023, 11:28 658 ნახვა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1973 წელს დაბადებული ი.ც. პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ დაქირავებულ სალონში დასაქმებული პირები კლიენტებს თანხის სანაცვლოდ სექსუალურ მომსახურებას უწევდნენ, მიღებულ ანაზღაურებას კი ი.ც.-ს სისტემატურად უნაწილებდნენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში