მოვუწოდებთ საგამოძიებო უწყებებს, დროულად გამოიძიონ კობა ფარტენაძეზე თავდასხმის ფაქტი - ქარტია

14 ივნისი 2023, 16:30 664 ნახვა

მოვუწოდებთ საგამოძიებო უწყებებს, დროულად გამოიძიონ კობა ფარტენაძეზე თავდასხმის ფაქტი - ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ავრცელებს.

"გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელს, კობა ფარტენაძეს უცნობი პირი თავს დაესხა. შემთხვევა აჭარის რადიოსთან მოხდა.

ქარტია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, სწრაფად და ეფექტიანად შეისწავლოს კობა ფარტენაძეზე თავდასხმის ფაქტი. ამასთან, მნიშვნელოვანია დადგინდეს, ხომ არ არის თავდასხმა დაკავშირებული ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობასთან. 

ქარტიას არაერთხელ განუცხადებია, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების გამომწვევი ფაქტორები მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გაჭიანურებული და გამოუძიებელი საქმეებია. ასევე, თავდასხმები შეიძლება გამოიწვიოს მმართველი პარტიის წარმომადგენლების აგრესიულმა დამოკიდებულებამ ჟურნალისტების მიმართ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის  აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელს, კობა ფარტენაძეს უცნობი პირი თავს დაესხა. შემთხვევა დღეს დილით, აჭარის რადიოსთან მოხდა. კობა ფარტენაძე პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი