რუსეთის ძალებმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს - არიან დაღუპულები და დაშავებულები

14 ივნისი 2023, 09:39 562 ნახვა

უკრაინის ქალაქ კრივი რიჰში, სადაც რუსეთის მიერ გაშვებული რაკეტა 5-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხდა, ბოლო მონაცემებით, 12 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ქალაქის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელის განცხადებით, მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ გასულ ღამეს რუსეთის ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ოდესაზე. უკრაინელი სამხედროების ცნობით, დარტყმები შავი ზღვიდან, რუსული კალიბრის ტიპის საკრუიზო რაკეტებით განხორციელდა. სამი ადამიანი დაიღუპა, 10-ზე მეტი დაშავდა.

საჰაერო ბრძოლისა და აფეთქებების შედეგად ქალაქის ცენტრში სასწავლო დაწესებულება, საცხოვრებელი კომპლექსი, კვების ობიექტი და მაღაზიები დააზიანა. ასევე, ერთ-ერთ საწყობში ხანძარი გაჩნდა.

უკრაინული მედიის ცნობითვე, ღამის განმავლობაში სასაზღვრო ტერიტორიას 21-ჯერ დაესხნენ თავს, დაფიქსირდა 101 აფეთქება, დაიღუპა სახელმწიფო სატყეო სააგენტოს შვიდი თანამშრომელი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი