მზადება საპროტესტო აქციისთვის

19 თებერვალი 2017, 00:00 4024 ნახვა

სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის მხარდასაჭერად, დღეს, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ხელისუფლების ზეწოლით უზენაესი სასამართლო აპირებს ტელეკომპანია ”რუსთავი 2” - ის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება გამოიტანოს. მე შეგახსენებთ რუსთავი 2-მა უზენაეს სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და  ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წილის 100% კვლავ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. პროტესტის ნიშნად, 18 თებერვლიდან ”რუსთავი 2” საპროტესტო მაუწყებლობაზე გადავიდა. უკვე მეორე დღეა მაუწყებლობა შეწყვეტილი აქვს ტელევიზიას, გათიშულია რუსთავი 2-ის, “მარაო”-ს და “კომედი არხის” ვებ-გვერდები.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი