8 წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან

13 ივნისი 2023, 14:30 607 ნახვა

21 დაღუპული, 2 დაკარგული და ათასობით დაზარალებული მოქალაქე - 13 ივნისის ტრაგედიიდან რვა წელი გავიდა.  

2015 წელს, უპრეცედენტო მასშტაბის სტიქია ბეთანიის გზაზე წარმოქმნილმა მეწყერმა გამოიწვია, ადიდდა მდინარე ვერე, განადგურდა საცხოვრებელი სახლები და სხვა ინფრასტრუქტურა. დაიტბორა "მზიურისა" და ზოოპარკის ტერიტორიები.სტიქიისას დაიხოცა ზოოპარკის ბინადართა ნაწილი.

13 ივნისი ტრაგედიასთან ერთად სოლიდარობისა და ერთიანობის სიმბოლოდაც იქცა, მოხალისეებმა სტიქიის შედეგებთან გამკლავება ერთიანი ძალებით დაიწყეს.

მსხვერპლთა ხსოვნას დღეს პატივი მიაგეს ოჯახის წევრებმა, მოქალაქეებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და პოლიტიკოსებმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი