2022 წლიდან ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი გაიზარდა. კონკრეტულად დაფიქსირდა აზოტის ჟანგეულების ნორმის გადაჭარბება, რაც გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით პირდაპირ კავშირშია ავტომობილების გამონაბოლქვთან. სწორედ მავნე ნივთიერებების შემცველი გამონაბოლქვის შემცირებაა პრემიერის ინიციატივის მიზანი, რომლის მიხედვითაც 2024 წლის 1 იანვრიდან 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება.
ნოე მეგრელიშვილის ინფორმაციით, 2015 წლიდან დღემდე ქვეყნიდან ექსპორტზე 700 000 კატალიზატორი გაიტანეს.
იმისთვის, რომ მანქანებმა ინსპექტირება ნათხოვარი, ან ნაქირავები კატალიზატორით არ გაიარონ და შემდგომ ჰაერი არ დააბინძურონ, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავსა და თბილისში ავტომობილების გამონაბოლქვს სპეც-ტექნიკით აღჭურვილი საპატრულო ჯგუფები გააკონტროლებენ.