''აია"-ს საქველმოქმედო ღონისძიება - ამ სახელწოდებით ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, ორგანიზაცია "Art of Peace''-მა გამართა. იგი თურქეთსა და სირიაში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ადამიანებს მიეძღვნა, მათ შორის ქართველ მაშველებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ სამაშველო ოპერაციებში.
ღონისძიებას სამაშველო ოპერაციებში მონაწილე მაშველები და მათი ხელმძღვანელები ესწრებოდნენ, რომლებსაც მადლობის ნიშნად, სიმბოლური საჩუქრები გადასცა ორგანიზაცია "მუსიად"-მა. პროექტში მონაწილეობდნენ საქართველოში მოღვაწე ცნობილი მუსიკოსები და მხატვრები, რომლებმაც ღონისძიების მსვლელობისას შექმნეს ნახატები.
ნამუშევრები აუქციონის წესით გაიყიდება და თანხა სტიქიით დაზარალებულ ხელოვანებს მოხმარდებათ.