საქართველოს პროკურატურის განცხადება
19 თებერვალი 2017,
00:00
2530 ნახვა
საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს: - "მედიასაშუალებებში ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს მთავარი პროკურორის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით არის სიცრუე და არ შეესაბამება სინამდვილეს. მიგვაჩნია, რომ მსგავსი სახის ინფორმაციის გავრცელება ხდება მიზანმიმართულად და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს." -ნათქვამია განცხადებაში.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, შოთაძის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.