სკვერების გაშენების ინიციატივა

13 ივნისი 2023, 10:00 631 ნახვა

მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ჯარისკაცების უკვდავსაყოფად საქართველოს ყველა რეგიონში სკვერების გაშენებას გეგმავს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „დედის ცრემლების“ დამფუძნებელი. ამისთვის ის რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს ტერიტორიების გამოყოფას სთხოვს. 

დავით ჭითავას თქმით, პატივი უნდა მიეგოს არამარტო ფაშისტებთან ბრძოლაში დაღუპულ ჯარისკაცებს, არამედ მათ მხარეს მებრძოლებსაც, რადგან ისინიც რეჟიმის მსხვერპლნი იყვნენ.

საქართველოში დაახლოებით 63 ათასამდე გერმანელი ტყვეა დაკრძალული. ჭითავა ამბობს, რომ თითოეული ჯარისკაცის სახელზე უნდა დაირგოს თითო მარადმწვანე ხე,  რაშიც მას არა ერთი ევროპული ორგანიზაცია ეხმარება.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი