ძალიან დადებითი ტენდენციები გვაქვს ეკონომიკის მიმართულებით - პრემიერი

12 ივნისი 2023, 14:39 522 ნახვა

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკის მიმართულებით დადებითი ტენდენციები აქვს.

როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, განსაკუთრებით მაღალ მაჩვენებელს ინარჩუნებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები.

„ჩვენ ძალიან დადებითი ტენდენციები გვაქვს ეკონომიკის მიმართულებით. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განსაკუთრებით მაღალ მაჩვენებელს ინარჩუნებს. პირველ კვარტალში თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დაფიქსირდა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან პოზიტიურია“, - განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში