პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა, „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა

12 ივნისი 2023, 11:54 392 ნახვა

„ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებულ შენიშვნებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა.

პრეზიდენტის ვეტოს განხილვის შემდეგ კენჭისყრა გაიმართა. პრეზიდენტის პოზიცია და მის მიერ გამოყენებული ვეტო მხოლოდ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა რომან გოცირიძემ და სანდრო რაქვიაშვილმა გაიზიარეს.

კენჭისყრის დაწყებამდე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ განაცხადა, რომ გაუგებარია პირველი ვიცე-პრეზიდენტის დამატების საჭიროება და ამით სათანადო ბალანსის დარღვევა აღმასრულებელ და არააღმასრულებელ წევრთა შორის.

მსხილაძემ დეპუტატებს ვეტოს დაძლევისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში