თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონია იტალიის საკალათბურთო სერია ა-ს ფინალში, სერიის მეორე შეხვედრაში მილანთან სტუმრად ზედიზედ მეორედ 76:79 დამარცხდა.
შენგელია თავისი გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო. მან 28 წუთში 17 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. ვირტუსისთვის ეს ფინალში მეორე მარცხია.
სერიები კი ბოლონიაში გადაინაცვლებს და შენგელიას გუნდი სახლში ზედიზედ ორ შეხვედრას გამართავს. შემდეგი დაპირისპირება 14 ივნისს გაიმართება.