ნოვაკ ჯოკოვიჩი დიდი სლემის რეკორდსმენია 

12 ივნისი 2023, 11:15 608 ნახვა

სერბმა ჩოგბურთელმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა როლან გაროსის ფინალში ნორვეგიელი კასპერ რუდი სამ სეტში დაამარცხა და კარიერაში დიდი სლემის 23-ე ტურნირი მოიგო.

შედეგად, სერბი ჩოგბურთელი მამაკაცთა შორის მოგებული დიდი სლემის ტურნირების რაოდენობით რეკორდსმენი გახდა. აქამდე ის და ესპანელი რაფაელ ნადალი 22-22 გამარჯვებას ფლობდნენ უმთავრეს საჩოგბურთო ფორუმებზე.

ჯოკოვიჩი ასევე მესამედ დაეუფლა როლან გაროსის ჩემპიონის ტიტულს. მან საფრანგეთში 2016 და 2021 წლებშიც გაიმარჯვა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი