გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 36 საავიაციო და 1 სარაკეტო დარტყმა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, 38-ჯერ დაცხრილეს თავდაცვის ძალების პოზიციები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა - ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
უწყების ცნობით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს აღმოსავლეთში - ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით, სადაც გასულ 24 საათში 25 შეტაკება მოხდა.
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, ბოლო კვირაა რუსეთის საოკუპაციო ძალებს დიდი დანაკარგი აქვთ ბახმუტის მიმართულებით.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა დონეცკის ოლქის კიდევ ერთი სოფელი სტოროჟევოე რუსი დამპყრობლებისგან გაათავისუფლეს. მანამდე კი უკრაინელებმა სოფლები - მაკარივკა და ბლაგოდატნოე და დაიბრუნეს.