საქართველოს 7-კაცა მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს.
საქართველოს ნაკრებმა ნახევარფინალში საფრანგეთი 14:7 დაამარცხა და ტიტულის მოსაპოვებლად ფინალში ირლანდიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
საქართველოს 7-კაცა მორაგბეთა ნაკრები ფინალში აქამდე ერთჯერ 2002 წელს იყო და მაშინ პორტუგალიასთან დამარცხდა.
საფინალო შეხვედრა 11 ივნისს 22:45 საათზე დაიწყება.