აგარაკების ქურდობა მცხეთაში - დაკავებულია 3 პირი

10 ივნისი 2023, 14:01 679 ნახვა

პოლიციამ ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი სამი პირი დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მცხეთის რაიონის სოფელ კევლიანში მდებარე  აგარაკზე ფარულად შეაღწიეს, საიდანაც საოჯახო ტექნიკა და სხვადასხვა ნივთი მოიპარეს.

სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა სხვადასხვა დროს მცხეთა-მთიანეთის ტერიტორიაზე რამდენიმე აგარაკი გაქურდეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში