დღეს, ფეხბურთში ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი გაიმართება.
ტიტულისთვის მანჩესტერ სიტი და ინტერი სტამბოლში ათათურქის ოლიმპიურ სტადიონზე ითამაშებენ.
პეპ გვარდიოლას გაწვრთნილი სიტი ისტორიაში პირველი ჩემპიონთა ლიგის თასის მოგებას ეცდება, ხოლო ინტერი კი წარმატების შემთხვევაში მეოთხედ გახდება ამ ტურნირის გამარჯვებული.
დღევანდელი დაპირისპირება თბილისის დროით 22:55 საათზე დაიწყება.