დღეს, ფუტსალის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტ რაუნდის წილისყრა გაიმართა. წილისყრის შედეგად, გუნდები ხუთ ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ.
საქართველოს ნაკრები E ჯგუფში მოხვდა, სადაც მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ პორტუგალიას, სომხეთს და ფინეთს დაუპირისპირდება.
მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები მიიღებენ. ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი კი, მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად პლეი-ოფში გააგრძელებს ბრძოლას.
ელიტ რაუნდის მატჩები ორ წრედ, მიმდინარე წლის სექტემბერში, ოქტომბერსა და დეკემბერში ჩატარდება. საქართველოს ფუტსალის ნაკრების მატჩების კალენდარი მოგვიანებით გახდება ცნობილი.