კაშხლის აფეთქებასთან დაკავშირებით გაერო-ს უშიშროების საბჭო შეიკრიბა

07 ივნისი 2023, 10:58 603 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების განცხადებით,  ჯერ დაუდგენელია თუ ვინ დგას უკრაინაში კაშხლის აფეთქების უკან, თუმცა ვარაუდობს, რომ უკრაინას არ შეეძლო მსგავსი დანაშაული ჩაედინა საკუთარი ხალხისა და ტერიტორიის წინააღმდეგ. კიევი და მოსკოვი მომხდარში  ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. სამშაბათს  ორივე მხარის მოთხოვნით გაეროს უშიშროების საბჭო  შეიკრიბა.  

გაეროში აშშ-ის ელჩის მოადგილემ რობერტ ვუდმა საბჭოს სხდომის წინ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ  ვაშინგტონი არ ფლობს რაიმე ინფორმაციას რომელიმე მხარის ბრალეულობის შესახებ და იმედი აქვს, რომ უახლოეს დღეებში  ყველაფერი დაზუსტდება.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა სამშაბათს განაცხადა, რომ მსოფლიო ორგანიზაციას არ აქვს რაიმე დამოუკიდებელი ინფორმაცია კაშხლის ჩამონგრევის მიზეზის შესახებ, თუმცა მომხდარს "უკრაინაში რუსეთის შეჭრის კიდევ ერთი დამანგრეველი შედეგი" უწოდა. უშიშროების საბჭოს ბევრმა წევრმა ასევე განაცხადა, რომ კრიზისი არ მოხდებოდა, თუ რუსეთი არ შეიჭრებოდა მეზობელ უკრაინაში გასული წლის თებერვალში.

რუსეთის ელჩმა გაეროში ვასილი ნებენზიამ კაშხლის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა მტკიცებულებების გარეშე უკრაინას დააკისრა და განაცხადა, რომ კიევი  „ხელსაყრელი შესაძლებლობების“ შექმნის მცდელობაში დაადანაშაულა, რათა გადააჯგუფოს თავისი სამხედრო ნაწილები კონტრშეტევის გასაგრძელებლად. უკრაინის ელჩმა გაეროში სერგი კისლიცამ რუსეთი უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ტერორისტულ აქტში  დაადანაშაულა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი