ქობულეთში, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეფუტკრე უკვე 40 წელია ბაბუის მიერ ნასწავლ პროფესიას ანვითარებს. „ფუტკრერბთან მოლაპარაკე“ ფერმერი მეფუტკრეობასთან ერთად, სამეცნიერო მოღვაწეობასაც ეწევა. ამჟამად ის თავის საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე 60 ოჯახი კავკასიური ქართული მთის რუხი ფუტკარი ჰყავს, საიდანაც ნახევარი უნიკალური, აჭარული "ჯარას" მეფუტკრეობის სახელით არის ცნობილი.