ლიდერების დაპირისპირება ''დინამო'' ბათუმმა მოიგო

05 ივნისი 2023, 23:10 897 ნახვა

ეროვნული ლიგის მე-20 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ''დინამო'' ბათუმმა საკუთარ მოედანზე კონკურენტი ''საბურთალო'' მიიღო და დაძაბულ შეხვედრაში 2-1 დაამარცხა.

ანგარიში გელაშვილის გადაცემით შეიკნე სილამ გახსნა, რომელმაც თბილისელები წინ გაიყვანა და ტაიმი მათი გამარჯვებით დასრულდა.
77-ე წუთზე ღუდუშაურის ჩაწოდებული ჯოვინომ თავით გადაგზავნა კუპატაძის კარში და წონასწორობა აღადგინა.
85-ე წუთზე კი ''საბურთალოს'' მეკარემ კუპატაძემ საჯარიმოში წესები დაარღვია და მის კარში პენალტი დაინიშნა, რომლის რეალიზებაც ზუსტად ლადო მამუცაშვილმა მოახერხა.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ჯოვინოს დუბლის გაფორმება შეეძლო თუმცა მისი საჯარიმო დარტყმა ძელს მოხვდა.

საბოლოო ჯამში გია გეგუჩაძის გუნდმა შეხვედრა 2-1 მოიგო.

ბათუმელები ამ დროისთვის 42 ქულით პირველ პოზიციაზე იმყოფებიან და უახლოეს მდევარ ''საბურთალოს'' 4 ქულით უსწრებენ.

ამ ტურის შემდეგ ეროვნულ ლიგაში 2 თვიანი შესვენება გამოცხადდება. 5 აგვისტოს ''დინამო'' ბათუმი შინ ქობულეთის ''შუქურას'' დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი