გიორგი მამალაძე კლინიკაში რჩება

18 თებერვალი 2017, 00:00 2442 ნახვა

დეკანოზ გიორგი მამალაძეს კომპლექსური კვლევა უტარდება, იგი დღეს კლინიკაში დარჩება - აცხადებენ ჩაფიძის კლინიკის ექიმები. ბრალდებული სამედიცინო დაწესებულებაში გუშინ ღამით გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დეკანოზს გამოკვლევებს სხვადასხვა სპეციალისტი უტარებს. მე შეგახსენებთ დეკანოზის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას ინფორმაციით გიორგი მამალაძეს ბოლო 4 დღეა მაღალი ტემპერატურა აქვს. დაახლოებით ერთი საათის წინ ბრალდებული  მოინახულა საქართველოს სახალხო დამცველმა. 

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი