თორნიკე შენგელია იტალიის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს

05 ივნისი 2023, 20:56 534 ნახვა

ბოლონიის „ვირტუსმა“, რომელშიც თორნიკე შენგელია ასპარეზობს, იტალიის ჩემპიონატის ნახევარფინალურ სერიაში 3:0 დაამარცხა „ტორტონა“ და ფინალის საგზური მოიპოვა. ბოლონიაში მოგებული ორი მატჩის შემდეგ „ვირტუსი“ ქალაქ ტორტონას ესტუმრა და იქაც გაიმარჯვა – 89:82. 22 ქულით მატჩის ბომბარდირი შენგელიას თანაგუნდელი დანიელ ჰაკეტი გახდა, საქართველოს ნაკრების კაპიტნის სტატისტიკა ასეთი იყო: 27 წუთი, 11 ქულა, 7 მოხსნა, 6 პასი. ფინალში „ვირტუსი“ „მილანს“ შეხვდება, რომელმაც ნახევარფინალში „სასარის“ 3:0 მოუგო. ფინალური სერიის პირველი შეხვედრა 10 ივნისს მილანში გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი