ხვალიდან 12 ივნისის ჩათვლით, ბათუმი კვლავ უმასპინძლებს მაღალი რანგის საჭადრაკო ღონისძიებას. მსოფლიო ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში 8, 10,12, 14, 16 და 18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართება 5-8 ივნისს, ელვისებურ ჭადრაკში კი 9-12 ივნისს.
დღეს კი, მსოფლიო საერთაშორისო ფედერაციის და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ბათუმში ჩემპიონთა მატჩი დაიწყება.
ერთმანეთს დაუპირისპირდებიან საქართველოს და უკრაინის ეროვნული გუნდების წევრები, მსოფლიოს ტოპ-მოჭადრაკეები: მერი არაბიძე - ნინო ბაციაშვილი და ანა მუზიჩუკი - მარია მუზიჩუკი.
ასპარეზობა შვიდ დღეს გაგრძელდება.