დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის კლინიკაშია მოთავსებული. ბრალდბეული სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებიდან საავადმყოფოში გუშინ გვიან საღამოს გადაიყვანეს. ექიმის ინფორმაციით დეკანოზის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით დეკანოზს ბოლო 4 დღეა მაღალი ტემპერატურა აქვს, კლინიკაში ბრალდებული უკვე მოინახულეს ადვოკატებმა.