დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი: ''დეკანოზს საგანგაშო არაფერი სჭირს ''
18 თებერვალი 2017,
00:00
3577 ნახვა
ჩაფიძის კლინიკაში დეკანოზი გიორგი მამალაძე მაღალი ტემპერატურის გამო გადაიყვანეს - ინფორმაციას სასულიერო პირის ადვოკატები ავრცელებენ,მათ ეს წუთია დატოვეს სამედიცინო დაწესებულება,მათივე თქმით პაციენტი კონტაქტურია,მდგომარეობა სტაბილურია და ასევე ინფორმაცია გულის შეტევასთან დაკავშირებით არ დასტურდება.
პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავა.
უწყების ცნობით, დეკანოზი ერთ-ერთი პირის ციანიდით მოწამლვას აპირებდა. პროკურატურა არ აკონკრეტებს, ვის მკვლელობას ამზადებდა ის. დეკანოზი გიორგი მამალაძე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.