დეკანოზი გიორგი მამალაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს

17 თებერვალი 2017, 00:00 3120 ნახვა
დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. მატროსოვის ციხიდან კლინიკაშია გადაყვანილი. ინფორმაციას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრესსამსახურში ადასტურებენ. ჩაფიძის კლინიკაში, მისი ადვოკატები მივიდნენ, თუმცა ჯერჯერობით არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია რა დიაგნოზით გადაიყვანეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დეკანოზი სამედიცინო დაწესებულებაში. დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა დღეს გადაცემა "ფაქტორში" ისაუბრა მამაოს ჯამრთელების გაუარესების შესახებ. "ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე დეკანოზ მამალაძის არ არის თუმცა სმენის პრობლემები აქვს, აქვს მაღალი ტემპერატურა. მკურნალობა უშედეგოა მეოთხე დღეა."- განაცხადა დეკანოზის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი