მზადება პროფესიული სასწავლებლების სტუდენტური ფესტივალისთვის

03 ივნისი 2023, 17:40 929 ნახვა

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესიული მომზადების ცენტრის ორგანიზებით, ,,პროფესიული სასწავლებლების სტუდენტური ფესტივალი’’ ხვალ ჩატარდება.  ფესტივალის ფარგლებში, მოეწყობა საგამოფენო სივრცე, სადაც პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები წარმოადგენენ თავიანთი სასწავლებლების პრეზენტაციას.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები მთელი ქვეყნის მასშტაბით და ასევე, ესტონეთის ,,ვალგას პროფესიული სასწავლებლის’’ წარმომადგენლები. 

,,პროფესიული სასწავლებლების სტუდენტური ფესტივალი’’ საქართველოში პირველად ტარდება და იგი ხელს შუწყობს პროფესიული მიმართულებების პოპულარიზაციას.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში