სამედიცინო ტურიზმის საერთაშორისო ფორუმი ბათუმში - კონფერენციის მიზანი საქართველოში სამედიცინო ტურიზმის განვითარება, მისი პოტენციალის გამოყენება და ცნობადობის გაზრდაა. მასში ქვეყნის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად თხუთმეტამდე ქვეყნის ექსპერტი მონაწილეობს.
ფორუმზე ითქვა, რომ საქართველოს აქვს უნიკალური პერსპექტივა სამედიცინო ტურიზმის განსავითარებლად. ამ მხრივ კი განსაკუთრებით გამოირჩევა აჭარა.