5-დან 12 ივნისის ჩათვლით, საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სპორტის დეპარტამენტის, ბათუმის მერიის და რეგიონის სრული მხარდაჭერით, ბათუმი კვლავ უმასპინძლებს მაღალი რანგის საჭადრაკო ღონისძიებას. მსოფლიო ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში 8, 10,12, 14, 16 და 18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართება 5-8 ივნისს, ელვისებურ ჭადრაკში კი 9-12 ივნისს. ტურნირები ჩატარდება შვეიცარიული სისტემით 11 ტურად. ყველა ასაკობრივ კატეგორიაში, შეჯიბრების შემდეგ, მსოფლიო ჭადრაკის ფედერაცია ახალ რეიტინგს გამოაქვეყნებს.