ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში, საქართველოში, როგორ მიათრევენ სხვადასხვა გზით განუკითხაობის მდგომარეობაში, მაგრამ რას ხედავენ ისინი? რომ უკრაინას არ გაუგია კონკრეტული პოზიტიური პასუხი გაწევრიანებაზე - ზელენსკი

01 ივნისი 2023, 15:10 567 ნახვა

ყველა ევროპული ქვეყანა, რომელიც ესაზღვრება რუსეთს და რომელსაც არ სურს, რუსეთმა ის გახლიჩოს, უნდა იყოს ევროკავშირისა და ნატო-ს სრულფასოვანი წევრი, არსებობს ორი ალტერნატივა, ღია ომი ან მცოცავი რუსული ოკუპაცია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის გახსნაზე განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინას, რომელიც საკუთარი სისხლით იბრძვის ყოველდღე, არ გაუგია არანაირი კონკრეტული პოზიტიური პასუხი ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებაზე და სხვების იმედები აბსოლუტურად ილუზიური ხდება.

"არ უნდა იყოს ჩვენს კონტინენტზე არც გაყინული და არც ცხელი კონფლიქტები. ცოტა ხნის წინ ჩინელმა ჟურნალისტმა მკითხა, რატომ ნატო, და პასუხი არის ძალიან მარტივი: როცა არ არის უსაფრთხოების გარანტიები, არსებობს მხოლოდ ომის გარანტიები. სწორედ ამიტომ ყველა ევროპული ქვეყანა, რომელიც ესაზღვრება რუსეთს და რომელსაც არ სურს, რომ რუსეთმა ის გახლიჩოს, უნდა იყოს ევროკავშირისა და ნატო-ს სრულფასოვანი წევრი. არსებობს მხოლოდ ორი ალტერნატივა, ან ღია ომი, ან მცოცავი რუსული ოკუპაცია. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში, ჩვენ ვხედავთ, რა ხდება საქართველოში, ვხედავთ, როგორ მიათრევენ ამ ორ სახელმწიფოს სხვადასხვა გზით განუკითხაობის მდგომარეობაში, მაგრამ რას ხედავენ ისინი? რომ ჩვენ, უკრაინას, რომელიც საკუთარი სისხლით იბრძვის ყოველდღე, არ გაუგია არანაირი კონკრეტული პოზიტიური პასუხი ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებაზე, სხვების იმედები აბსოლუტურად ილუზიური ხდება. იფიქრეთ ამ იმედგაცრუებაზე, ასევე ჩვენი ჯარისკაცების იმედგაცრუებაზე“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი