ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები დილიდან დაიწყო ბათუმში. ცენტრალურ პარკში, მოზარდებისთვის არაერთი გასართობი ღონისძიება და ინტელექტუალური თამაში იმართება.
პატარების განწყობაზე ასევე ზრუნავენ ანიმატორები. საღამოს კი დელფინარიუმის მიმდებარედ დამონტაჟებულ სცენაზე გაიმართება გალა კონცერტი ზვიად ბოლქვაძისა და "რანინას" ბავშვების მონაწილეობით.