ამერიკული ისტორიის მობილური მუზეუმის პრეზენტაცია

01 ივნისი 2023, 11:08 662 ნახვა

ამერიკული ისტორიის მობილური მუზეუმის პრეზენტაცია გაიმართა ბათუმში. ამერიკის საელჩოს და ქართული კომპანიების ხელშეწყობით, მე-18, მე-19 საუკუნეების უნიკალური ისტორიული ნივთები საქართველოში ამერიკული კულტურის ცენტრმა ჩამოიტანა.

მობილური მუზეუმი მოივლის რეგიონებს. მომავალში კი მუდმივ მისამართზე დაიდებს ბინას. მუზეუმი ამ ეტაპზე 2 დღით ბათუმში, სასტუმრო ლეპორტში განთავსდა. 

გამოფენილ ექსპონატებს შორისა წერილები თეთრი სახლიდან, ამერიკის სხვადასხვა პრეზიდენტის საკუთრებაში არსებული პირადი ნივთები, წინა საუკუნეების ჭურჭელი, პრინცი მაჩაბელის ერთერთი პირველი სუნამო, ძველი სამოსი, სხვადასვა აქსესუარი, სპორტული ინვენტარი, მუსიკალური ნივთები და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ამერიკული კულტურის ცენტრი 2020 წელს დაფუძნდა. ორგანიზაცია ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს შორის კულტურული კავშირების განვითარების მიზნით შეიქმნა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში