უძველესი ამფორა და გონიოს ციხის პირველი კედლები - ახალი აღმოჩენები გონიოში

31 მაისი 2023, 14:50 677 ნახვა

დაახლოებით მეექვსე საუკუნის  წყლის ამფორა, გონიოს ციხის გალავნის პირველი კედლების ნაშთები, რომაული პერიოდის სამშენებლო მასალების გამოსაწვავი ქურა, გონიო აფსაროსის ტერიტორიაზე   აღმოაჩინეს.

ახალი არტეფაქტები ქართულ-პოლონური  ექსპედიციის  ფარგლებში იპოვეს. ექსპედიცია ყოველ წელს ტარდება და ამჯერად  სამუშაოები გონიოს ციხის ორ უბანზე მიმდინარეობს.  

ნაპოვნია ასევე კერამიკის ნიმუშები, მონეტები, ჭრაქი და სხვა ნიმუშები, რომლებიც კვლევის და მათი თარიღების დაზუსტების შემდეგ  გონიო აფსაროსის  მუზეუმში  განთავსდება.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში