ბავშვთა დაცვის დღეს დაგეგმილი ღონისძიებები

31 მაისი 2023, 14:19 530 ნახვა

სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი ხვალ ქობულეთშიც, რომელიც  ძირითადად ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე გაიმართება. ღონისძიებები 13:00 საათიდან იწყება.

მოეწყობა კრაფტის კუთხე, სადაც ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა გააფერადონ ნახატები, გამოძერწონ.

დღის განმავლობაში ბავშვების გართობაზე ანიმატორები იზრუნებენ. 15:00 საათზე  გაიმართება ბასტი ბუბუს კონცერტი.

18:00 საათზე კი ქობულეთის ბაღების გაერთიანების კონცერტით დასრულდება ღონისძიებები.  ბავშვთა დაცვის დღისთვის, ქობულეთის მერიის ბიუჯეტიდან 26-ათასი ლარია გამოყოფილი.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში