„სამხედრო მოსამსახურეთა კარიერის ტრანზიცია“ თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო მოსამსახურეებს კიდევ ერთი ახალი პროექტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
პროგრამა სამხედრო მოსამსახურეთათვის ახალი ცოდნის და უნარ-ჩვევების შესწავლას, პროფესიულ გადამზადებასა და შემდგომი დასაქმების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
კონკრეტულად კი ეს არის შესაძლებლობა აქტიურად მოემზადონ სამოქალაქო პროფესიული ცხოვრებისათვის.