31 მაისი - მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე აღინიშნება. ამ დღეს მიუძღვნეს ნამუშევრები ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში. 40-მა მოსწავლემ ნამუშევები როგორც ქარალდზე, ისე ასფალტზე შექმნეს.
როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, სწორედ სკოლის ასაკში უნდა გაიაზროს ადამიანმა თამბაქოს მოხმარების მავნე გავლენა და მასთან დაკავშირებული მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის შედეგები.
პროექტს საზოგადოებრივი ჯანდაცვის აჭარის ორგანიზაცია ყოველ წელს ახორცილდებს. მსოფლიო, კი ამ დღეს 1987 წლიდან აღნიშნავს.
მსოფლიო ყოველ წელს ძირითადად აქცენტს თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ რისკებზე აკეთებს.
ფართომასშტაბიანი კამპანიის მიზანი კი თამბაქოს მოხმარების შემცირებაა.