საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
როგორც პრეზიდენტი წერს, უმნიშვნელოვანესია პოლიციის, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტის როლი ევროპულ ქვეყანაში.
"დღეს ბრიუსელიდან, ევროპარლამენტიდან ვულოცავ ქართულ პოლიციას პროფესიულ დღეს. უმნიშვნელოვანესია პოლიციის, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტის როლი ევროპულ ქვეყანაში. ქვეყნის დემოკრატიულობა და მაშასადამე, ევროპულობა სწორედ ადამიანის უფლებებისა და საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვით ფასდება. მადლობას ვუცხადებ ჩვენს პოლიციელებს ქვეყნის სამსახურისა და თავდადებისთვის“,- აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.