უკრაინის ათ რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა - კიევის თავზე 40-ზე მეტი საჰაერო სამიზნე გაანადგურეს

29 მაისი 2023, 10:00 526 ნახვა

გასული ღამის განმავლობაში უკრაინის 10 რეგიონში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობდა კიევის გარეუბანში. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა, კიევის თავზე, 40-ზე მეტი საჰაერო სამიზნე გაანადგურეს.

ამასთან, კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს ხარკოვის რეგიონის დასახლებულ პუნქტებსაც.

უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებით, რუსეთის არმიამ უკრაინელი სამხედროებისა და დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ 90-ზე მეტი საავიაციო შეტევა განახორციელა და 25-ჯერ გახსნა ცეცხლი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით.

გენშტაბის მონაცემებით, რუსეთი დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების სრულად დასაკავებლად ახდენს სამხედრო ძალის კონცენტრაციას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი