უსაფრთხოების კონფერენცია

17 თებერვალი 2017, 00:00 2603 ნახვა

გიორგი კვირიკაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 17-19 თებერვალს გაიმართება. წელს კონფერენციის დღის წესრიგშია - ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისა და ნატოს მომავალი; ევროპის სახელმწიფოებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა; რუსეთთან ურთიერთობა; სირიაში მიმდინარე მოვლენები და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება. კონფერენციაში 30-ზე მეტი სახელმწიფოს მთავრობის მეთაური, 80-ზე მეტი საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრი მონაწილეობს. მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენციის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ორმხრივი შეხვედრები.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი