მილოცვები საქართველოს

27 მაისი 2023, 12:01 525 ნახვა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გვილოცავს მსოფლიო. საქართველოს დროშის ფერებში განათდა ნიაგარას ჩანჩქერი, ათენის ცენტრალური ომონიის შადრევანი, ავსტრალიის ძველი პარლამენტისა და ეროვნული კარილიონის შენობები ასევე სლოვაკეთის რესპუბლიკის ქ. კოშიცეს წმინდა ურბანის სახელობის სამრეკლო კოშკი.

გარდა ამისა, ჰააგის დიდი ტაძრის სამრეკლოში საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი გაჟღერდა. უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციული ვიდეომიმართვა ქართული სიტყვებით დაასრულა, გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართველ ხალხს თავისუფლება, მშვიდობა და გაერთიანებულ ევროპულ ოჯახში ყოფნა უსურვა.

უკრაინის რადას დეპუტატმა ოლექსეი გონჩარენკომ კი საკანონმდებლო ორგანოში დაარეგისტრირა რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც უკრაინამ ოფიციალურად უნდა გამოიყენოს საქართველოს ისტორიული სახელი - საქართველო.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში