ოკუპანტის იერიში უკრაინაზე

27 მაისი 2023, 10:30 605 ნახვა

რუსი ოკუპანტები აგრძელებენ უკრაინის ქალაქებზე თავდასხმას. ქალაქ დნიპროში დაბომბეს საავადმყოფო, რის შედეგადაც დაიღუპა 2 და დაშავდა 32 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვებიც. 5 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.  ადგილზე გრძელდება სამძებრო სამაშველო სამუშაოები. 

27 მაისს დნიპროში გლოვის დღე გამოცხადდა. გარდა ამისა, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა კონტრშეტევის დაწყებაზე ისაუბრა, თუმცა ზუსტი თარიღი არ დაუკონკრეტებია. ოლექსი დანილოვის თქმით,  „ვაგნერის“ ძალების ნაწილი ბახმუტიდან უკვე გავიდნენ, თუმცა ისინი სამ სხვადასხვა ლოკაციაზე აპირებენ გადაჯგუფებას.

BBC-თან ინტერვიუს დროს, გამოცემის ცნობით დანილოვს პრეზიდენტმა დაურეკა, კონტრშეტევის განსახილველად. მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლებას შეცდომის უფლება არ აქვს, რადგან ეს არის „ისტორიული შესაძლებლობა, რომლის დაკარგვაც არ შეიძლება“. 

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსულ აგრესიას უკვე 482 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. გენშტაბის ცნობით, გასულ დღეს მტერმა კიევისა და დნეპროპეტროვსკის ოლქების დასახლებულ რაიონებში 20 სარაკეტო დარტყმა განახორციელა. უწყების ცნობით, საბრძოლო მოქმედებები ძირითადად 5 მიმართულებით მიმდინარეობს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი