ქობულეთში, ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

26 მაისი 2023, 15:33 955 ნახვა

ქობულეთში, სოფელ სკურაში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, 20 წლამდე კაცის ცხედარი სოფლის სტადიონთან ცხოველებმა ნახეს.

გავრცელებული ინფორმაციით, იგი სოფელ სკურაში თანმხლებ პირებთან ერთად სტუმრად იმყოფებოდა. 

მამაკაცს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

ინფორმაცია თავდაპირველად TV25-მა გაავრცელა.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში