პარლამენტთან სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს

26 მაისი 2023, 12:05 457 ნახვა

საქართველოს პარლამენტთან სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტთან ევროკავშირის და საქართველოს დროშებით მივიდნენ, სამართალდამცველებმა მათ თავისუფლების მოედნისკენ გადაადგილების საშუალება არ მისცეს. მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია, რომელსაც კორდონი აქვს გაკეთებული.

საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის ვაჟა სირაძის განცხადებით, აღნიშნული პირი ორჯერ დაეჯახა პოლიციის თანამშრომლებს და გაარღვია კორდონი.

სირაძის განმარტებით, მათ აქციის მონაწილეებს მოუწოდეს, რომ მსვლელობა საქართველოს პარლამენტის შენობასთან დაესრულებინათ, რათა არ ჩაეშალათ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი