„გუგლი“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

26 მაისი 2023, 10:06 529 ნახვა

„გუგლი“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. საძიებო სისტემის მთავარ გვერდზე 26 მაისის დადგომისთანავე, სპეციალური ფანჯარა გაჩნდა საქართველოს დროშის გამოსახულებით.

საძიებო სისტემაში მითითებულია, რომ საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.  მომხმარებელი საძიებო სისტემის შესაბამის გვერდზე გადაჰყავს, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ინფორმაციაა განთავსებული.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი